რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

რუსეთი: ლავროვს გაეროში ვიზიტისთვის აშშ-სგან ვიზა ჯერ არ მიუღია

სერგეი ლავროვი

რუსეთმა ამერიკის შეერთებულ შტატებს 56 ვიზა სთხოვა, რათა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვსა და მის დელეგაციას საშუალება მიეცეს, გაემგზავრონ ნიუ-იორკში, მსოფლიო ლიდერების გაეროს ყოველწლიურ შეკრებაზე. თუმცა, რუსეთს ჯერ არცერთი ვიზა არ მიუღია. 

გაეროს გენერალურ მდივან ანტონიო გუტერეშისადმი მიწერილ წერილში რუსეთის ელჩმა გაეროში, ვასილ ნებენზიამ აღნიშნა, რომ ეს გადაწყვეტილება "საგანგაშოა", რადგან ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში ვაშინგტონი გაეროს სხვა ღონისძიებებზე დასასწრებად "მუდმივად უარს ამბობდა ვიზების გაცემაზე" რუსი დელეგატებისთვის. 

"ამერიკის შეერთებული შტატები სერიოზულად იღებს გაეროს მასპინძელი ქვეყნის ვალდებულებას". - აღნიშნა სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა და დამატებით განმარტა, რომ სავიზო ჩანაწერები კონფიდენციალურია აშშ-ს კანონმდებლობით, ამიტომ მას ინდივიდუალურ შემთხვევებზე კომენტარის გაკეთება არ შეუძლია. 

1947 წლის გაეროს შტაბ-ბინის შეთანხმების მიხედვით, ამერიკის შეერთებული შტატები ზოგადად ვალდებულია დაუშვას გაეროში წვდომა უცხოელ დიპლომატებისთვის. მაგრამ ვაშინგტონის განმარტებით, მას შეუძლია უარი თქვას ვიზებზე "უსაფრთხოების, ტერორიზმისა და საგარეო პოლიტიკის" მიზეზების გამო.

კომენტარები