ე.წ. მოსმენების კანონი

დეგნანი: მოსმენების კანონის შესწორებაზე ვენეციის კომისიის დასკვნა მტკიცე და ცხადია

ვენეციის კომისიის ბოლო მოსაზრება, ფარული მიყურადების კანონის შესახებ იყო შესაძლებლობა. თავად მოსაზრება იყო მკაცრი, მტკიცე და ცხადი, რომ მნიშვნელოვანია უფრო ინკლუზიური მიდგომა. ვენეციის კომისიის შეფასება, ივნისში მიღებული [ფარული მიყურადების კანონის] შესწორებების შესახებ, საკმარისად იცავს თუ არა ეს შესწორება ქართველი ხალხის პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლებას, ეკუთვნით საერთაშორისო, სამართლის ექსპერტებს. ეს არის ძალიან ცხადი, ძლიერი მოსაზრება ძალიან მნიშვნელოვან პრინციპზე, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლებაზე. მოსაზრება, რომელიც ამჯერად პრეზიდენტის მიერ იყო მოთხოვნილი, აჯამებდა, რომ შესწორების განმარტება და გამართლება არასაკმარისია.

ეს შესწორებები ზრდის ქართველების მოსმენების მიზეზებს, ზრდის მოსმენის დროს და ასევე ზრდის დროს, სანამ მთავრობა ვინმეს ეტყვის, რომ მათ საუბრებს ფარულად უსმენენ. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სასულიერო პირებზე, დიპლომატებზე, ჟურნალისტებსა და პოლიტიკოსებზე გასული წლის სექტემბრის უკანონო მოსმენებისა და თვალთვალის ფონზე. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ვენეციის კომისიის მოსაზრებამ ცხადად და მტკიცედ გამოხატა, რომ შესწორების მიზეზებს დასაბუთება სჭირდებოდა, რაც არ გააკეთეს. ეს იყო ამ ანგარიშის დასკვნა. 

კიდევ ერთხელ, იდეა ინკლუზიური საპარლამენტო პროცესისა, სადაც ყველა ხმას აქვს შესაძლებლობა შექმნას უკეთესი კანონი, ძალიან მნიშვნელოვანია. ეს საქართველოს კრიტიკა არაა. ვენეციის კომისიის მოსაზრება და სხვა მსგავსი მაგალითები არის შესაძლებლობა, დაეხმარონ საქართველოს კანონმდებლობის გაუმჯობესებაში, უზრუნველყონ სამართლებრივი გარანტიების არსებობა, რომ მოქალაქეთა უფლებები შელახული არ იქნება, ამ შემთხვევაში ეს გულისხმობს, რომ დაცული იყოს საქართველოს მოქალაქეთა პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლება, პერსონალური მონაცემები და  საუბრები.

თქვა ჟურნალისტებთან აშშ-ს ელჩმა საქართველოში, კელი დეგნანმა ფარული მიყურადების კანონში შეტანილ შესწორებასთან დაკავშირებით. ვენეციის კომისიის შეფასების მიხედვით, შესწორება მიღებულია ნაჩქარევად და დასაბუთებას მოითხოვს.

კომენტარები