გასულ 1 კვირაში კორონავირუსით კიდევ 3 ადამიანი გარდაიცვალა, 21-28 აგვისტოს პერიოდში ჩატარდა 76 704 ტესტი და დადასტურდა ინფიცირების 13 737 ახალი შემთხვევა. გამოჯანმრთელდა 14 486 ადამიანი.
ბოლო 7 დღის დადებითობის მაჩვენებელი 17.91%-ია, ხოლო ბოლო 14 დღის 17.45%. სულ 13 299 აქტიური შემთხვევაა.
კორონავირუსის გავრცელებიდან დღემდე ქვეყანაში ოფიციალურად დადასტურებულია ინფიცირების 1 749 419 შემთხვევა ოფიციალურად დადასტურდა, მათგან 16 892 გარდაიცვალა, 1 719 202 კი გამოჯანმრთელდა.
ჯანდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებით, "ინფიცირების შემთხვევების სტაბილურად კლებადი მაჩვენებლის გამო", კორონავირუსის სტატისტიკის მონაცემები - ახალი შემთხვევების რაოდენობა, ინციდენტობა, დადებითობის მაჩვენებელი, გარდაცვალების შემთხვევები, ყოველკვირეულად ჯამდება და კვირაში ერთხელ, ყოველ სამშაბათს ქვეყნდება.