აფეთქება ერევანში

ერევნის სავაჭრო ცენტრში აფეთქების საქმეზე 4 ადამიანი დააკავეს

ერევნის სავაჭრო ცენტრში აფეთქების საქმეზე 4 ადამიანი დააკავეს. ერთ-ერთი დაკავებული სავაჭრო ცენტრის დირექტორის მოადგილეა, რომელიც გირაოს სანაცვლოდ უკვე გაათავისუფლეს. 

პროკურატურის ცნობით, დირექტორის მოადგილეს ბრალად ედება სავაჭრო ცენტრში ხანძარსაწინააღმდეგო წესების დარღვევა, რამაც გაუფრთხილებლობით გამოიწვია ადამიანის სიკვდილი ან სხვა მძიმე შედეგები. 

ორი ან მეტი ადამიანის გაუფრთხილებლობით მკვლელობაში ბრალდებულია კიდევ სამი პირი/ პოლიცია მათ სახელებს ჯერ არ ასახელებს.

14 აგვისტოს ერევანში სავაჭრო ცენტრ სურმალუში აფეთქება მოხდა, რის შემდეგაც ხანძარი გაჩნდა. წინასწარი მონაცემებით, აფეთქდა პიროტექნიკით აღჭურვილი საწყობი, ნაწილობრივ ჩამოინგრა სამსართულიანი შენობა, რომლის ფართობი 2,8 ათას კვადრატულ მეტრზე მეტია. საგანგებო სიტუაციების სამსახურის ინფორმაციით, აფეთქებას 16 ადამიანი ემსხვერპლა, ერთი კი დაკარგულია. დაშავდა 63 ადამიანი, მათ შორის იყვნენ ბავშვები.

კომენტარები