ენერგოდარის მერის, დიმიტრი ორლოვის ინფორმაციით, რუსეთის სახმედრო ძალებმა ზაპოროჟიეს ოლქის ქალაქი ენერგოდარი დაბომბეს.
ორლოვის თქმით, საცხოვრებელი კორპუსების დაბომბვის შედეგად 10 მშვიდობიანი მოქალაქე დაშავდა, 2 კი კრიტიკულ მდგომარეობაშია. გავრცელებული ინფორმაციით, დაზიანებულია სულ მცირე 20 ავტომობილი.
რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო.პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში. უკრაინაში შეჭრის პარალელურად, მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.





![ზარქუა გახარიას პარტიის საჩივარზე: დავფიქრდებოდი, ემანდ სხვანაირი [შედეგი] არ დადგეს](https://api.tabula.ge/files/styles/news_thumb_md/public/photos/2026/06/befunky-collage-39.jpg?h=153c28c1&itok=8DxHMFOe)