ქართველი მებრძოლები უკრაინაში

უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა

უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა. საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, უკრაინაში საქართველოს საელჩო კომუნიკაციაშია დაღუპულის ოჯახის წევრებთან და "მიმდინარეობს შესაბამისი პროცედურები".

გარდა ამისა, დაჭრილია კიდევ სამი ქართველი მებრძოლი. საგარეო უწყების ცნობით, მათ მკურნალობის კურსი უტარდებათ.

უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ 19 ქართველი მებრძოლი დაიღუპა.

კომენტარები