Euphoria

"გემშვიდობებით ცრემლიანი თვალებით" – ბარბი ფერეირამ სერიალი EUPHORIA დატოვა

ბარბი ფერეირა კეტის როლში

ამერიკელმა მსახიობმა, ბარბი ფერეირამ HBO-ს ცნობილი სერიალი - Euphoria დატოვა. მსახიობი სერიალის ერთ-ერთ გმირს, კეტს თამაშობდა.

გადაწყვეტილების შესახებ ბარბი ფერეირამ ინსტაგრამის საკუთარ გვერდზე დაწერა.

"ოთხი წლის განმავლობაში ყველაზე განსაკუთრებული და იდუმალი პერსონაჟის განსახირებეის შემდეგ, ცრემლიანი თვალებით დამშვიდობება მიწევს. იმედი მაქვს, რომ ბევრ თქვენგანს შეეძლო დაენახა საკუთარი თავი მასში, ისევე როგორც მე დავინახე და ბედნიერება მოგიტანათ თავისი თავგადასავლით. მასში ჩემი ზრუნვა და სიყვარული ჩავდე და იმედი მაქვს, რომ თქვენ ამას გრძნობდით. მიყვარხართ". - დაწერა მსახიობმა.

კომენტარები