ევროპული საქართველო

დონაძე კალაძეს: დააყენეთ ისნის გამგეობისა და სატენდერო კომისიის პასუხისმგებლობის საკითხი

ბესიკ დონაძე
IPN

"აუცილებლად, კახა კალაძემ უნდა დააყენოს ისნის რაიონის გამგეობის თანამშრომლების, გამგებლის, გამგებლის მოადგილეებისა და ამ სატენდერო კომისიის შემადგენლობაში მყოფი თანამშრომლების საკითხი". – ევროპული საქართველოს წევრი, ბესიკ დონაძე გამოეხმაურა ისნის რაიონის გამგეობის მიერ თავისივე გადაწყვეტილების გააუქმებას, რომლის თანახმადაც ერთ-ერთ ტენდერში გამარჯვებულად ქართულ ოცნებასთან დაახლოებულ პირთან დაკავშირებულმა კომპანია სპორტ ჰაუსმა გაიმარჯვა.

დონაძე მოუწოდებს თბილისის მერს, კახა კალაძეს, მერიის შიდა აუდიტმა შეისწავლოს აღნიშნული შესყიდვა და სატენდერო კომისიის წევრების პასუხისმგებლობის საკითხი დააყენოს. ასევე, დონაძე მოუწოდებს ფინანსთა სამინისტროს, შეისწავლოს ივანე გაჩეჩილაძის საქმიანობა, ვის აუდიტორული დასკვნის საფუძველზეც მოხდა შესყიდვა.

რომლის თანახმადაც ერთ-ერთ ტენდერში ქართულ ოცნებასთან დაახლოებულ პირთან დაკავშირებულმა კომპანია სპორტ ჰაუსმა გაიმარჯვა.

"დღეის მდგოამრეობით, გამგეობას აქვს კანონის შესაბამისი ერთადერთი გადაწყვეტილება, ამ კომპანიას მიანიჭოს დისკვალიფიკაცია. ასევე, მივმართავ ქალაქის მერს, კახი კალაძეს, აღნიშნული შესყიდვა, რომელიც განახორციელა ისნის რაიონის გამგეობამ, შეისწავლოს მერიის შიდა აუდიტის სამსახურმა და დააყენოს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის საკითხი ყველა იმ სატენდერო კომისიის წევრის, რომლებიც ღებულობდნენ ამ გადაწყვეტილებაში მონაწილეობას. ასევე, მივმართავ ფინანსთა სამინისტროს, შეისწავლოს აუდიტორის ივანე გაჩეჩილაძის საქმიანობა ამ კონკრეტულ შესყიდვასთან დაკავშირებით, რადგან მისი აუდიტორიული დასკვნა იყო ერთ-ერთი საფუძველი, რომ ამ ტექნიკურ დოკუმენტაციაში ყველაფერი არის გამართული. შეისწავლოს აღნიშნული აუდიტის საქმიანობა და დააყენოს მისი პასუხისმგებლობის საკითხი". – ამბობს დონაძე.

 თავისუფლების ინსტიტუტის ინფორმაციით, ისნის რაიონის გამგეობამ 18 აგვისტოს, შესყიდვიდან ერთ დღეში გააუქმა თავისივე გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც ერთ-ერთ ტენდერში გამარჯვებულად ქართულ ოცნებასთან დაახლოებული პირთან დაკავშირებულმა კომპანია სპორტ ჰაუსმა გაიმარჯვა.

"სატენდერო კომისიამ სპორტ ჰაუსის წარმოდგენილი დოკუმენტები დაუბრუნა შერჩევა-შეფასების ეტაპს. გამგეობა უნდა მოიქცეს კანონის შესაბამისად და კომპანია სპორტ ჰაუსს მისცეს დისკვალიფიკაცია.

ტენდერში შპს სპორტ ჰაუსის გამარჯვება ატარებს კორუფციის და ნეპოტიზმის ნიშნებს, რადგან კომპანიის მფლობელის მეუღლეს, ლაშა არჩვაძეს, ახლო კავშირები აქვს მმართველი პარტიის მაღალჩინოსნებთან და სამსახურით უკავშირდება ქართულ ოცნებას, კერძოდ, ლაშა არჩვაძე არის მერიის თანამშრომელი, იყო ქართული ოცნების გლდანის რაიონული ორგანიზაციის ახალგაზრდულის თავმჯდომარე, დაახლოებულია ქართული ოცნების მაღალჩინოსნებთან (კახი კალაძე, ირაკლი კობახიძე, დიტო სამხარაძე), მათ შორის ტენდერის გამომცხადებელთან (გამგეობის თანამშრომელ გია ბულაშვილთან), ისნის რაიონის გამგებელთან (ნიკა ელისაშვილთან) გამგეობის თანამშრომლებთან და ისნის მაჟორიტართან და საკრებულოს წევრთან კახა ლაბუჩიძესთან". – ნათქვამია თავისუფლების ინსტიტუტის განცხადებაში.

ტენდერში მონაწილეობას იღებდა თავისუფლების ინსტიტუტიც, რომელიც გეგმავდა აფხაზეთში რუსეთის დანაშაულებების შესახებ შემეცნებითი ფილმის სასკოლო ვერსიის ჩვენებას.

17 აგვისტოს თავისუფლების ინსტიტუტმა ისნის გამგეობასთან ბრიფინგი გამართა, სადაც ორგანიზაციის დირექტორმა, სალომე ხვადაგიანმა თქვა, რომ ისნის გამგეობის გამოცხადებულ ტენდერში ქართულ ოცნებასთან დაკავშირებულმა პირმა გაიმარჯვა. თავისუფლების ინსტიტუტი აცხადებდა, რომ წარდგენილი დოკუმენტაცია და ბიუჯეტი არ აკმაყოფილებს გონივრულობის სტანდარტსა და ატარებს შესაძლო კორუფციის ნიშნებს.

ისნის რაიონის გამგეობის მიერ გამოცხადებული ტენდერის პირობებში ნათქვამი იყო, რომ გამარჯვებულმა კომპანიამ 2 დღის განმავლობაში უნდა შეიძინოს და დაიქირაოს საჭირო საქონელი, პერსონალი და ინვენტარი, მათ შორის სივრცე, სადაც უნდა დაეტიოს არანაკლებ 70-75 ადამიანისა და აღჭურვილ იქნას კინოჩვენებისთვის საჭირო ტექნიკით.

გამარჯვებული კომპანიის მიერ მომსახურეობის შეთავაზებული ფასი დ.ღ.გ-ს გარეშე 4 441 ლარს შეადგენს. ვინაიდან აღნიშნული თანხა გამოცხადებული ტენდერის ღირებულებაზე 20%-ით ნაკლებია, კომპანიამ წარადგინა აუდიტის დასკვნა, რომელშიც წერია, რომ შ.პ.ს სპორტ ჰაუსის მიერ შედგენილი ხარჯთაღრიცხვა აბსოლუტურად გამართულია და მას ტენდერით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულება სრულად და შეუფერხებლად შეუძლია.

მაგალითად, კომპანია ამტკიცებდა, რომ ფილმის ჩვენებისა და დისკუსიისთვის საჭირო დარბაზის ინვენტარით დაქირავებას, სადაც განსაზღვრული რაოდენობის ადამიანი დაეტევა, 100 ლარად შეძლებს. თუმცა, ორ დღეზე გათვლისას და ღირებულების დაჯამებისას ვხვდებით ტექნიკურ შეცდომას, სადაც ჯამური ოდენობა არა 200, არამედ 300 ლარია. მსგავსი ტიპის ხარვეზია ფოტოგრაფთან მიმართებითაც, რომლის დღიური ანაზღაურება 100 ლარია, თუმცა, ორგანიზაციის მიხედვით, მისი ორი დღით დაქირავებაც იგივე ფასადაა შესაძლებელი. 

გარდა არასწორად დაჯამებული გამოთვლებისა, კომპანიის მიერ ტენდერით გათვალისწინებული საქონლის შეძენისა და დამზადების ღირებულებები ზოგად ფასების ბაზართან თანხვედრაში არ მოდიოდა. მაგალითად, 300 ერთჯერადი მოხმარების თეფშისთვის, რომლის ფასიც, ჩვეულებრივ პირობებში, 10 ლარამდე მერყეობს, კომპანია 300 ლარს გამოყოფს. ასევე, ხარჯთაღრიცხვიდან ვიგებთ, რომ ტენდერში გამარჯვებულად გამოცხადებული პირი საწერი კალმის შეძენასა და ბრენდირებული ბლოკნოტის დამზადებას ერთსა და იმავე თანხაში შეძლებდა.

კომენტარები