რუსეთი

პუტინი: მტკიცედ ვართ, გავატაროთ ის პოლიტიკა, რომელიც ჩვენს ძირეულ ინტერესებს ესადაგება

სახელმწიფო დროშა სიმბოლოა ჩვენი ტრადიციული ღირებულებებისა, რომლებიდანაც არასდროს გადავუხვევთ - სიმართლე და სამართლიანობა, სოლიდარობა და გულმოწყალება, პატივისცემა რუსეთის მრავალსაუკუნოვანი უწყვეტი ისტორიისადმი, ჩვენი წინაპრების მიღწევებისა და გამარჯვებებისადმი, რაც მოსაფრთხილებლად გვიანდერძეს და სამშობლოს დაცვა, არასდროს დავუშვათ გარე დიქტატი და ჰეგემონია. 

ამიტომაც, საკუთარი ნებით ცხოვრებისადმი სწრაფვა, საკუთარი გზის თავად არჩევა და მასზე სიარული ჩვენი ერის გენეტიკური კოდის ნაწილი გახდა.

რუსეთი არის დიდი, დამოუკიდებელი, მსოფლიო სახელმწიფო. ჩვენ მტკიცედ ვდგავართ, რომ საერთაშორისო არენაზე გავატაროთ მხოლოდ ის პოლიტიკა, რომელიც სამშობლოს ძირეულ ინტერესებს შეესაბამება.

თქვა რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა რუსი ხალხისთვის სახელმწიფო დროშის დღის მილოცვის დროს.

კომენტარები