რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

უკრაინული მედია: ყირიმის ქალაქებში აფეთქებები ისმოდა

2022 წლის 9 აგვისტოს აფეთქება ყირიმზე, საკის ბაზის ტერიტორიაზე

უკრაინული მედიის ინფორმაციით, ღამის განმავლობაში ანექსირებული ყირიმის სხვადასხვა ქალაქებში აფეთქებების ხმები ისმოდა, ხოლო ბელბეკის აეროდრომთან ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემები გააქტიურდა. 

ინფორმაცია ყირიმის ქალაქებში ჰაერსაწინააღმდეგო სისტემების გააქტიურების შესახებ თავდაპირველად ადგილობრივ ტელეგრამ-არხებზე გავრცელდა, შემდეგ კი თავად ოკუპანტებმაც დაადასტურეს, რომ თავდაცვის სისტემები ბელბეკის სამხედრო აეროდრომის მიმდებარე ტერიტორიაზეც გააქტიურდა. ამის შესახებ სევასტოპოლის ე.წ. გუბერნატორი, მიხაილ რაზვოჟაევი წერდა.

ადგილობრივი ტელეგრამ-არხების ცნობით, აფეთქებების ხმები ისმოდა სევასტოპოლში, ბახჩისარაიში, ევპატორიასა და ნოვოფედეროვკაში.

ოკუპირებულ ყირიმში ბოლო დღეებში დრიგამოშვებით ისმის აფეთქებების ხმები, აქტიურდება საჰაერო თავდაცვის სისტემები. 20 აგვისტოს რუსი ოკუპანტები ამბობდნენ, რომ ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვა გააქტიურდა სევასტოპოლსა და სოფელ ოლენევკაში, ყირიმის დასავლეთით. 18 აგვსიტოს იყო აფეთქებები ყირიმში რუსეთის უდიდეს ავიაბაზასთან, ბელბეკის სამხედრო აეროდრომის ტერიტორიაზე.

კომენტარები