შსს

შსს: ონის მუნიციპალიტეტში, საოკუპაციო ხაზთან ხელყუმბარები აღმოვაჩინეთ, გამოძიება დაიწყო

Tabula

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ონის მუნიციპალიტეტს სოფელ ირში, ე.წ. საოკუპაციო ხაზთან უკანონოდ აღმართულ ლითონის ორ ცალ ბოძზე სავარაუდოდ, საბრძოლო მასალა F-1 ტიპის მსგავსი ასაფეთქებელი მოწყობილობა - ხელყუმბარები აღმოაჩინეს.

უწყების ცნობით, ხელყუმბარები გამნაღმველების მიერ ადგილზევე განადგურდა.

"შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთი, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის მიერ, ონის მუნიციპალიტეტში აღმოჩენილი საბრძოლო  მასალის ფაქტზე, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლით დაიწყო.

მიმდინარე წლის 20 აგვისტოს, ონის მუნიციპალიტეტის სოფელ ირში, საოკუპაციო ხაზთან, უკანონოდ აღმართულ ლითონის ორ ცალ ბოძზე, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე აღმოჩენილი იქნა სავარაუდოდ, საბრძოლო მასალა F-1 ტიპის მსგავსი, ე.წ. "სტრაიგ ბოლის" სასწავლო-ხმოვანი, პლასტიკური კორპუსის მქონე ხელყუმბარების ამოღება, რომლებიც უსაფრთხოების მიზნით, გამნაღმველების მიერ ადგილზევე იქნა განადგურებული". - წერია განცხადებაში.

კომენტარები