რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

სანქცირებული რუსი ოლიგარქისთვის ჩამორთმეული იახტა აუქციონზე პირველად გაიყიდება

GETTY IMAGES

სანქცირებული რუსი ოლიგარქის $75-მილიონიან სუპერიახტას გიბრალტარის აუქციონზე გაყიდიან. იახტა 2022 წლის მარტში მას შემდეგ დააყადაღეს, რაც ამერიკულმა ბანკმა, JP Morgan-მა გამოაცხადა, რომ მფლობელმა, დმიტრი პუმპიანსკიმ $20-მილიონიანი სესხი არ დაფარა.

ეს რუსეთის მოქალაქეებისთვის ჩამორთმეული პირველი ძვირადღირებული იახტაა, რომელიც უკრაინაში შეჭრისა და სანქციების დაწესების შემდეგ გაიყიდება.

ზოგიერთი ქვეყნის, მათ შორის დიდი ბრიტანეთის მთავრობის მოწოდება იყო, რომ რუსებისთვის ჩამორთმეული აქტივები უკრაინელ ლტოლვილებს მოხმარებოდა, თუმცა, სავარაუდოდ, პუმპიანსკის სუპერიახტის აუქციონით მიღებული თანხა JP Morgan-ს გადაეცემა.

სუპერიახტის მფლობელი დმიტრი პუმპიანსკი ფოლადის მწარმოებელი უმსხვილესი რუსული კომპანიის, TMK-ის ხელმძღვანელია, TMK კი რუსული გაზპრომის მთავარი მომმარაგებელია. 58 წლის ოლიგარქი $2 მილიარდზე მეტ ქონებას ფლობს და მას სანქციები დაუწესეს აშშ-მ, დიდმა ბრიტანეთმა და ევროკავშირმა.

კომენტარები