აშშ და ტაივანი ვაჭრობის შესახებ ოფიციალურ მოლაპარაკებებს იწყებენ

Reuters

აშშ და ტაივანი ვაჭრობის საკითხებზე ოფიციალურ მოლაპარაკებებს იწყებენ

აშშ-ს სავაჭრო წარმომადგენლის ოფისის განმარტებით, სავაჭრო მოლაპარაკებების პირველი რაუნდი შემოდგომის დასაწყისში გაიმართება. დისკუსიები შეეხება ვაჭრობის ხელშეწყობას, რეგულირების საკითხებს, ანტიკორუფციულ სტანდარტებს, სოფლის მეურნეობის მიმართულებით ვაჭრობის გაღრმავებასა და სხვა საკითხებს.

ტაივანის სავაჭრო მოლაპარაკებების ოფისის ინფორმაციით, ის მიზნად ისახავს კუნძულის ეკონომიკის გაძლიერებას სოფლის მეურნეობის პროდუქტებით ვაჭრობის გზითა და მცირე და საშუალო საწარმოების ხელშეწყობით, რათა აშშ-ს ბაზრებზე მსხვილი ადგილი დაიკავონ. 

"ვაჭრობის შესახებ მოლაპარაკებები გააღრმავებს ჩვენს სავაჭრო და საინვესტიციო ურთიერთობებს, ხელს შეუწყობს საერთო ღირებულებებზე დაფუძნებული სავაჭრო პრიორიტეტების განვითარებას, ინოვაციასა და ინკლუზიურ ეკონომიკურ ზრდას". - წერია ოფისის განცხადებაში.

კომენტარები