უკრაინა-თურქეთი

უკრაინის აღმშენებლობაში თურქეთის მონაწილეობაზე ქვეყნებს შორის მემორანდუმი გაფორმდა

უკრაინის აღმშენებლობაში თურქეთის მონაწილეობაზე ქვეყნებს შორის მემორანდუმი გაფორმდა

თურქეთსა და უკრაინას შორის მემორანდუმი გაფორმდა, რაც ომის შემდეგ უკრაინის აღმშენებლობაში თურქეთის მონაწილეობას ითვალისწინებს

უკრაინის პრეზიდენტის პრესსამსახურის ცნობით, დოკუმენტს ხელი უკრაინის ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ოლექსანდრ კუბრაკოვმა და თურქეთის ვაჭრობის მინისტრმა, მეჰმეტ მუშმა, თურქეთისა და უკრაინის პრეზიდენტების თანდასწრებით მოაწერეს.

"თურქეთი ჩვენი სტრატეგიული მოკავშირეა. ჩვენ ჩვენი თურქი პარტნიორების მადლიერები ვართ, რომ ითანამშრომლონ რუსეთის მიერ განადგურებული ინფრასტრუქტურის აღდგენაში. თურქეთის ბიზნესს აქვს დიდი გამოცდილება გზებისა და ხიდების, კონკრეტულად ზაპოროჟიესა და კრემენჩუგის ხიდების აშენებაში და ის ჩვენთვის საიმედო პარტნიორად იქცა. შესაბამისად, ჩვენ ველით, რომ  ერთობლივი აღმშენებლობის პრაქტიკულ შედეგებს ძალიან მალე მივაღწევთ". - თქვა კუბრაკოვმა.

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ინფორმაციით, უახლოეს მომავალში უკრაინა-თურქეთის სამუშაო ჯგუფი შეიქმნება, რომლის ერთ-ერთი მიზანი სხვადასხვა პროექტისთვის თურქეთიდან ინვესტიციების მოზიდვა იქნება.

კომენტარები