უკრაინა-თურქეთი

ერდოღანი ლვოვში მოლაპარაკებებისთვის ჩავიდა

თურქეთის პრეზიდენტი, რეჯეფ თაიფ ერდოღანი და უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი

თურქეთის პრეზიდენტი, რეჯეფ თაიფ ერდოღანი ლვოვში ჩავიდა. ეს ერდოღანის პირველი ვიზიტია უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ.

თურქული მედიის ცნობით, ერდოღანს თან რამდენიმე თურქი მაღალჩინოსანი ახლავს, მათ შორის, საგარეო საქმეთა მინისტრი და თავდაცვის მინისტრი.

გავრცელებული ინფორმაციით, თურქეთის პრეზიდენტი უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკისა და გაეროს გენერალურ მდივანს, ანტონიო გუტერეშს შეხვდება.

კომენტარები