კრიმინალი

შსს: დავაკავეთ კაცი, რომელმაც ქობულეთში ურთიერთშელაპარაკებისას მოქალაქე ცივი იარაღით მოკლა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დააკავეს 1992 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ლ.ი. რომელმაც 13 აგვისტოს ქობულეთში მოქალაქე მოკლა. 

"გამოძიებით დადგინდა,რომ ბრალდებულმა, მიმდინარე წლის 13 აგვისტოს, ქობულეთში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღის გამოყენებით ჭრილობა მიაყენა 2001 წელს დაბადებულ რ.ლ.-ს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი ახალგაზრდა მოგვიანებით სამედიცინო დაწესებულებაში გარდაიცვალა". - წერია განცხადებაში.

უწყების ცნობით, ლ.ი. ცხელ კვალზე - მომხდარიდან რამდენიმე საათში დააკავეს. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს. 

კომენტარები