აფხაზეთის ომი

პაპუაშვილი: ჩვენი ურყევი სამშვიდობო პოლიტიკით აფხაზებთან ერთად საერთო ჭრილობას მოვიშუშებთ

ჩვენს ქვეყანას მრავალი ქარტეხილი გამოუვლია - ტრაგიკულია ისტორია, რომელიც 30 წლის წინ, ამ დღეს უკავშირდება. ომი, რომელმაც ასიათასობით ჩვენი თანამოქალაქე საკუთარ კერას მოწყვიტა. ომი, რომელსაც ათასობით სამხედრო და სამოქალაქო პირის სიცოცხლე შეეწირა. ჩვენ პატივს მივაგებთ მათ ხსოვნას.

ჩვენი ურყევი სამშვიდობო პოლიტიკით, ჩვენს აფხაზ დებთან და ძმებთან ერთად, აუცილებლად მოვიშუშებთ საერთო ჭრილობას და ერთად გავაგრძელებთ ძლიერი, ევროპული სახელმწიფოს მშენებლობას.

ჩვენ ერთი დიდი ოჯახი ვართ და ამ ისტორიას ვერავინ შეცვლის!

წერს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი. აფხაზეთის ომის დაწყებიდან 30 წელი გავიდა.

კომენტარები