ფლანგვის დეტექტორი

ფლანგვის დეტექტორი: 2022 წელს ღამის შოუს ბენდს 128 500 ლარი უტენდეროდ მისცეს

Facebook

ფლანგვის დეტექტორის (GMC) ინფორმაციით, 2022 წელს ღამის შოუს ბენდს საჯარო უწყებებმა 128 500 ლარი უტენდეროდ მისცეს.

ბენდი იმედის თანამშრომლებისგან შედგება და ისინი ქართული ოცნების პარტიულ შეკრებებსა და კონცერტებზე ხშირად უკრავენ. 

საჯარო ორგანოების მიერ გაფორმებულ რამდენიმე ხელშეკრულებაში მიმწოდებელ მხარედ ფიგურირებს ზვიად ბლიაძე, იგივე ზვიო, რომელიც ტელეკომპანია  პოსტ ტვ-ის 16%-იან წილს ფლობს.

ხელშეკრულებების თანახმად, მხოლოდ იუმორისტ გიორგი გაბუნიას ჰონორარი თითოეული კონცერტისთვის 3 500-დან 5 300 ლარამდე მერყეობს.

დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ამ ბმულს.

კომენტარები