ჰოლივუდი

ფლეშის როლის შემსრულებელ ეზრა მილერს ალკოჰოლის მოპარვისთვის გაასამართლებენ

Deadline

ფლეშის ვარსკვლავს, ეზრა მილერს სხვის საკუთრებაში შეპარვა და რამდენიმე ბოთლი ალკოჰოლის მოპარვა ედება ბრალად. 

პოლიციელებმა მილერი ვიდეოკამერების ჩანაწერებით ამოიცნეს. მსახიობი ქალაქ სტემფორდში ცარიელ ბინაში შეიპარა და ალკოჰოლი მოიპარა. სასამართლო პროცესი 26 სექტემბერს გაიმართება.

მარტში მსახიობი პოლიციამ ხულიგნობისთვის დააკავა. 2020 წელს მილერი თაყვანისმცემელს დაესხა თავს.

ეზრა მილერი ამერიკელი მსახიობია, რომელსაც პოპულარობა სამართლიანობის ლიგაში სუპერგმირ ფლეშის როლმა მოუტანა. ახლო მომვალში სუპერგმირის შესახებ ცალკე ფილმის გადაღება იგეგმება, რომელშიც სამყაროს ყველაზე სწრაფ ადამიანს კვლავ მილერი განასახიერებს. 

კომენტარები