პარკინსონის დაავადება

ლარს ფონ ტრიერს პარკინსონის დაავადება დაუდასტურდა

The Wrap

დანიელ რეჟისორს ლარს ფონ ტრიერს პარკინსონის დაავადება დაუდასტურდა. ინფორმაციას მისი კინოსტუდია Zentropa ავრცელებს.

განცხადებაში ნათქვამია, რომ რეჟისორი თავს კარგად გრძნობს და საჭირო მკურნალობას გადის.

აგვისტოს ბოლოს ტრიერი რამდენიმე ინტერვიუში მიიღებს მონაწილეობას. რეჟისორი სერიალ სამეფოს ახალი სეზონის შესახებ ილაპარაკებს, რომლის პრემიერა ვენეციის კინოფესტივალზე არის დაგეგმილი. ცნობილი სერიალის პირველი და მეორე სეზონი 1994-1997 წლებში გამოვიდა, რეჟისორმა გაგრძელება 25 წლის შემდეგ გადაიღო.

ლარს ფონ ტრიერი თანამედროვე ევროპული კინოს ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი წარმომადგენელია. გადაღებული აქვს ფილმები ტალღების გაპობისას, იდიოტები, წყვდიადში მოცეკვავე, დოგვილი მელანქოლია, ანტიქრისტე. სხვადასხვა წლებში მიღებული აქვს კანის კინოფესტივალის მთავარი ჯილდო, ასევე ჟიურის გრან პრი, არის ევროპის კინოაკადემიის გამარჯვებული, ოსკარისა და ოქროს გლობუსის ნომინანტი.

კომენტარები