პარკინსონის დაავადება

შესაძლოა, თვალის სკანირებამ პარკინსონი სიმპტომების დაწყებამდე გამოავლინოს – კვლევა

მკვლევრები თვლიან, რომ თვალის სკანირებას შეუძლია დაავადების ადრეული გამოვლენა და იმედოვნებენ, რომ მომავალში მას სისტემატიურად გამოიყენებენ
GETTY IMAGES

კვლევამ აჩვენა, რომ ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით თვალის სკანირებამ შეიძლება პარკინსონის დაავადება მანამ გამოავლინოს, სანამ ადამიანებს სიმპტომები ექნებათ.

ლონდონის Moorfields Eye Hospital-ის და UCL ოფთალმოლოგიის ინსტიტუტის გუნდებმა მონაცემთა შედეგების გასაანალიზებლად და ბადურის მარკერების ასაღებად ხელოვნური ინტელექტი გამოიყენეს. თვალზე დაკვირვების პროცესში კი აღმოაჩინეს, რომ არსებობს ფიზიკური განსხვავება პარკინსონის მქონე ადამიანსა და ამ დაავადების არმქონეს პირებს შორის.

მკვლევრები იმედოვნებენ, რომ მეთოდს წინასწარი სკრინინგის ინსტრუმენტადაც გამოიყენონ.

ლონდონში 2008-2018 წლებში მეცნიერებმა შეისწავლეს 3D სკანირების ტიპი, ცნობილი, როგორც ოპტიკური თანმიმდევრული ტომოგრაფია (OCT), რომლითაც 40 წლის და მეტი ასაკის 154 830 პაციენტისგან ბადურის განივი კვეთის დეტალური სურათის გადასაღებად გამოიყენეს.

პროცესი სამედიცინო მონაცემთა ბაზის მონაცემების გამოყენებით განმეორდა და 40-დან 69 წლამდე ასაკის 67 311 ჯანმრთელი მოხალისე შეფასდა.

აღმოჩნდა, რომ პარკინსონის დაავადების მქონე ადამიანებს თვალში უფრო თხელი განგლიური უჯრედი, შიდა პლექსისფორმული შრე და შიდა ბირთვული შრე ჰქონდათ. მან ეს მარკერები კლინიკურ დიაგნოზამდე საშუალოდ 7 წლით ადრე გამოავლინა.

OCT სკანირება, რომელსაც ოპტიკოსები ხშირად იყენებენ, სასარგებლოა თვალის ჯანმრთელობის მონიტორინგისთვის, რადგან ის უჯრედების ფენებს კანის ზედაპირის ქვემოთ აჩვენებს. 

"რიგ დაავადების ნიშნების აღმოჩენა სიმპტომების გაჩენამდე ნიშნავს, რომ მომავალში ადამიანებს ექნებათ დრო ცხოვრების წესის შესაცვლელად, რათა გარკვეული დაავადებები თავიდან აიცილონ, და ექიმებს კი შეეძლებათ ნეიროდეგენერაციული დარღვევების დაწყება და გავლენა შეაჩერონ." - თქვა ზიგფრიდ ვაგნერმა, Moorfields-ის კლინიკურმა მკვლევარმა და UCL ოფთალმოლოგიის ინსტიტუტის მკვლევარმა

ლუიზა ვიკჰემმა, Moorfields-ის სამედიცინო დირექტორმა ყურადღება ფინანსურ საკითხზეც გაამახვილა და აღნიშნა, რომ OCT სკანირება გაცილებით უფრო იაფია, ვიდრე ამავე მიზნით ტვინის სკანირება.

დიდ ბრიტანეთში პარკინსონის კვლევის ასოცირებულმა დირექტორმა, კლერ ბეილმა თქვა, რომ რისკის ადრეული აღმოჩენა ტვინის უჯრედების დაკარგვის შესაჩერებლად და მდგომარეობის გართულების პრევენციის საუკეთესო გზაა.

კომენტარები