ავტოავარია

ხორვატიაში ავარიის შედეგად, 12 პოლონელი მომლოცველი დაიღუპა, 32 – დაშავდა

REUTERS/Antonio Bronic

ხორვატიაში ავტობუსი, რომლითაც პოლონელი მომლოცველები გადაადგილდებოდნენ, გზიდან თხრილში გადავარდა. ავარიის შედეგად 12 ადამიანი დაიღუპა, დარჩენილი 32-ვე მგზავრი დაშავებულია, მათგან 19-ის მდგომარეობა მძიმეა.

მოგზაურობა წმინდა იოსების საძმო კათოლიკური ჯგუფის მიერ იყო ორგანიზებული. მომლოცველებთან ერთად იყო 3 მღვდელი და 6 მონაზონი. ისინი ბოსნიაში მიდიოდნენ. 

პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ მძღოლი დაღუპულთა შორის არ იყო, თუმცა ეს ინფორმაცია ჯერჯერობით დაზუსტებული არ არის. 

ხორვატიის პრემიერმინისტრმა, ანდრეი პლენკოვიჩმა დაღუპულთა ოჯახებს სამძიმარი გამოუცხადა და Twitter-ზე აღნიშნა, რომ სასწრაფო დახმარების სამსახური დაზარალებულთა დასახმარებლად ყველაფერს აკეთებს.

კომენტარები