საქართველო-ევროკავშირი

ფოტიგა: 2008 წლის ომმა უკვე აჩვენა, რომ დასავლეთი კრემლთან მოლაპარაკებებს არ უნდა ენდოს

ევროპარლამენტარ ანა ფოტიგას თქმით, 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომმა ნათლად აჩვენა, რომ დასავლეთი კრემლთან მოლაპარაკებებს არ უნდა ენდოს

რუსეთ-საქართველოს ომის 14 წლისთავთან დაკავშირებით, ფოტიგა იხსენებს, რომ რუსეთის ფედერაციის საქართველოში შემოჭრა 21-ე საუკუნის პირველი ომი იყო ევროპაში. ფოტიგა აღნიშნავს, რომ ცენტრალური ევროპის ერთიანობამ და პრინციპულობამ იმდროინდელი საქართველოს დამოუკიდებლობა გადაარჩინა და რუსული ჯარები შეაჩერა. 

“დღეს ცხადია, რომ საქართველოში მომხდარ 2008 წლის მოვლენებს გავლენა აქვს არამხოლოდ საქართველოზე, არამედ მთელი ევროპის მშვიდობასა და უსაფრთხოების დღის წესრიგზე. საქართველოს ტერიტორიის 20%-ზე მეტი ჯერ კიდევ რუსეთის მიერაა ოკუპირებული. 

ევროკავშირის შუამავლობით დადებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების პირობები რუსეთმა არ შეასრულა. ნების, მონდომებისა და სტრატეგიული აზროვნების არარსებობა, რომელიც მოსკოვს საქართველოს ტერიტორიიდან გასვლას აიძულებდა, არის ის ფაქტორები, რამაც საშუალება მისცა კრემლს, არაერთხელ დაერღვია საერთაშორისო სამართალი.

ევროპელი კონსერვატორები და რეფორმისტები მუშაობენ იმისთვის, რომ საქართველო სრულად ჩამოშორდეს საბჭოთა წარსულს და შეუერთდეს ევროკავშირს, რომელთანაც კულტურა, ისტორია და ტრადიცია აკავშირებს”. - თქვა ფოტიგამ. 

კომენტარები