აშშ-ჩინეთი-ტაივანი

პელოსის ტაივანში ვიზიტის გამო შექმნილი დაძაბულობის ფონზე, თეთრ სახლში ჩინეთის ელჩი დაიბარეს

თეთრი სახლი
huffpost.com

პელოსის ტაივანში ვიზიტის გამო შექმნილი დაძაბულობის ფონზე, ამერიკის შეერთებულ შტატებში ჩინეთის ელჩი თეთრ სახლში დაიბარეს.

"გასულ ღამეს ჩინეთის ქმედებების შედეგად, ჩვენ ელჩი თეთრ სახლში დავიბარეთ, რათა გამოგვეცხადებინა დემარში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პროვოკაციული ქმედებების გამო. ჩვენ ვგმობთ ჩინეთი სახალხო რესპუბლიკის სამხედრო ქმედებებს, რომლებიც არის უპასუხისმგებლო და ეწინააღმდეგება ჩვენს გრძელვადიან მიზანს - შევინარჩუნოთ მშვიდობა და სტაბილურობა ტაივანის სრუტეზე". - თქვა თეთრი სახლის სპიკერმა, ჯონ კირბიმ.


ნენსი პელოსი ბოლო 25 წელში ყველაზე მაღალი თანამდებობის ამერიკელია, რომელიც ტაივანს ეწვია. ამას გარდა, უკვე მრავალი წელია, რაც პელოსი პეკინის პოლიტიკას აქტიურად აკრიტიკებს. 

პელოსის ტაივანში მოსალოდნელი ვიზიტის შესახებ ინფორმაციის გავრცელებას თან სდევდა პეკინის უკმაყოფილება, რომელიც მუქარაში გადაიზარდა და გამაფრთხილებელი კომენტარების გავრცელება დაიწყო. 

ჩინეთის კომუნისტური რევოლუციის შემდეგ, ქვეყნის ყოფილი მთავრობის წარმომადგენლები კუნძულ ტაივანზე გაიქცნენ, სადაც ადგილობრივებთან ერთად, ფაქტობრივად, ახალი სახელმწიფო დააარსეს, რომელზეც კომუნისტური ჩინეთის გავლენა არ ვრცელდებოდა. ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა ტაივანს, რომელსაც ოფიციალურად ჩინეთის რესპუბლიკა ჰქვია, საკუთარ ტერიტორიად აღიქვამს და მისი შემოერთება სურს. პეკინში არაერთხელ გაჟღერებულა კუნძულის ძალის გამოყენებით შემოერთების შესაძლებლობა. 

ჩინეთი კუნძულს თავის ტერიტორიად მიიჩნევს. "ერთი ჩინეთის" პოლიტიკა მნიშვნელოვანია ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობაში.

ჩინეთი ეწინააღმდეგება ტაივანის ოფიციალური პირების ნებისმიერ ჩართულობას უცხო მთავრობებთან და პელოსის ვიზიტით სტატუს კვოს დარღვევაში ადანაშაულებს. აშშ ამტკიცებს, რომ არ შეცვლილა „ერთი ჩინეთის“ მიმართ მისი პოზიცია, თუმცა ეს არ გამორიცხავს ტაიპესთან არაფორმალურ ურთიერთობებსა და თავდაცვის საკითხებში კავშირის გაძლიერებას.

5 აგვისტოს ჩინეთმა გაგზავნა სამხედრო ხომალდები და საბრძოლო თვითმფრინავები ტაივანის გარშემო განათავსა. გუშინ, 4 აგვისტოს კი ნენსი პელოსის ტაივანში ვიზიტის პასუხად სამხედრო წვრთნები დაიწყო. 

კომენტარები