რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

უკრაინა: ბელარუსი ოკუპანტებს საბრძოლო მასალით ამარაგებს

ბელარუსი სპეცრაზმელები მინსკში
Nikolai Petrov/BelTA Pool Photo via AP

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, ბელარუსის სამხედრო ძალები რუსეთის ქვედანაყოფებისთვის საბრძოლო მასალის მიწოდებას განაგრძობენ.

"ბელარუსის რესპუბლიკა რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალებისთვის გარკვეული ტიპის საბრძოლო მასალის მიწოდებას განაგრძობს. ბელარუსის რესპუბლიკის ტერიტორიიდან სარაკეტო დარტყმის საფრთხე ისევ არსებობს.

ვოლინისა და პოლეზის მიმართულებით ბელორუსის რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების ნაწილების შემადგენლობა, მდგომარეობა და პოზიცია ბრესტისა და გომელის რაიონებში უცვლელი რჩება. სევერსკის მიმართულებით მტერი არ წყვეტს ჩვენი პოზიციების დაბომბვას. ოკუპანტები რუსეთის ფედერაციის ტერიტორიიდან აწარმოებენ საჰაერო დაზვერვას ჩერნიგოვისა და სუმის რეგიონების სასაზღვრო რაიონებში". - წერია განცხადებაში.

კომენტარები