რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

აშშ-ს მიერ სანქცირებულ პირთა შორის მოხვდა ყოფილი ოლიმპიური ტანმოვარჯიშე, ალინა კაბაევა

აშშ-მ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალი პაკეტი შემოიღო. სანქცირებულ პირთა შორის არის ასევე ყოფილი ოლიმპიური გიმნასტი, ალინა კაბაევა. აშშ-ს სახაზინო დეპარტამენტის მიხედვით, კაბაევას ახლო ურთიერთობა აკავშირებს რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმირ პუტინთან.

აშშ-ს სახაზინო დეპარტამენტის განცხადებაში ნათქვამია, რომ კაბაევა ხელმძღვანელობს ეროვნულ მედია ჯგუფს, რომელიც აერთიანებს პრო-კრემლინური მედია-ორგანიზაციების. 

სანქციების უახლესი პაკეტი ასევე შეეხო მსოფლიოს ერთ-ერთ უმსხვილეს ფოლადის მწარმოებელ კომპანია MMK-ს, ისევე, როგორც დირექტორთა ბორდის თავჯდომარესა და წილების უდიდესი ნაწილის მფლობელს, ვიქტორ რაშნიკოვს, რომელიც რუსეთში ერთ-ერთი უმდიდრესი ადამიანია. 

ამასთან ერთად, აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა ვიზებზე შეზღუდვა დაუწესა რუსეთის 893 სახელმწიფო მოხელესა და შეიარაღებული ძალების წარმომადგენლებს.

აშშ შეინარჩუნებს სიმტკიცეს მამაცი უკრაინელი ხალხის დახმარებისას და გააგრძელებს  პრეზიდენტი პუტინისა და მისი მეგობრების, რომელთა ქმედებებმა ამხელა ტანჯვა და განადგურება გამოიწვია უკრაინაში, პასუხისგების მხარდაჭერას". – თქვა აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა.

კომენტარები