ლარის კურსი

ლარი დოლართან და ევროსთან გამყარდა – 2 აგვისტოს ვაჭრობის შედეგები

ლარი დოლართან მიმართებით 0.73 თეთრით გამყარდა, ხოლო ევროსთან 1.32 თეთრით. 2 აგვისტოს ბოლოს, ერთი აშშ დოლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი 2.7411 ლარია, ერთი ევროსი კი - 2.8030 ლარი.

კომერციულ ბანკებში ერთი დოლარის ღირებულება 2.77 ლარია, ერთი ევროსი - 2.85 ლარი. რაც შეეხება სავალუტო ჯიხურებს, დოლარის შეძენა 2.74 თეთრად შეგიძლიათ, ევროსი - 2.81 ლარად.

24 თებერვლიდან დღემდე, ევრო აშშ დოლართან მიმართებით 12%-ით გაუფასურდა. ეკონომისტები ამ ფაქტს რეგიონში რუსეთ-უკრაინის ომის გამო გაუარესებულ ეკონომიკურ პროგნოზებს უკავშირებენ. რამდენიმე დღის წინ ევრო დოლართან მიმართებით აბსოლუტურ პარიტეტზე იყო, ერთი დღით კი, დოლარზე იაფიც ღირდა.

კომენტარები