სტინგი

სტინგმა ვარშავის კონცერტზე უკრაინას მხარი დაუჭირა: ჩვენ ამ ბრძოლაში არ უნდა დავმარცხდეთ

Youtube

სტინგმა ვარშავაში გამართულ კონცერტზე აუდიტორიას სიტყვით მიმართა. ბრიტანელმა მუსიკოსმა რამდენიმე წუთი ილაპარაკა დემოკრატიის მნიშვნელობაზე და უკრაინას მხარი დაუჭირა.

"დემოკრატია საფრთხეშია. დემოკრატიას არ აქვს ალტერნატივა. დემოკრატიის ერთადერთი ალტერნატივაა ციხე, გონების ციხე, ძალადობა და დუმილი. უკრაინაში დაწყებული ომი არის სიცრუეზე დაფუძნებული აბსურდი. თუ გადავყლაპავთ ამ სიცრუეს, ის შიგნიდან შეგვჭამს. სიცრუეს ეშინია სიმართლის, ამიტომ სიმართლე უნდა გაჟღერდეს და ჩვენ ამ ბრძოლაში არ უნდა დავმარცხდეთ". – ამბობს მუსიკოსი.

მომღერალმა სიტყვით გამოსვლის შემდეგ Fragile იმღერა და კონცერტი დაასრულა.

კომენტარები