მიხეილ სააკაშვილი

მელია: სააკაშვილის პოლიტიკიდან წასვლაზე განცხადებები ადვოკატების სტრატეგიაა

პირველ რიგში, ეს ასე არ არის. დაცვის მხარეს აქვს თავისი სტრატეგია – ადვოკატები არიან, ხალხო. მაშინ, მთელი ის პროცესი, რაზეც ჩვენ ვკონტაქტობდით თვეების განმავლობაში, ვატყუებდით ერთმანეთს, ან მე მიშას ან მიშა მე? დაცვის სტრატეგიაა. დიახაც, ვიცი რა, ეს რეჟიმი სანამ არ დამარცხდება, ჩვენ პატიმრებს ვერ ვიხსნით, სამწუხაროდ, უბრალოდ, ვერ ვიხსნით...

...ადვოკატებს აქვთ თავიანთი საქმე და ისინი ამას უკეთ აკეთებენ, რადგან არიან იქ პროფესიონალები, მაგრამ რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილს და ნაციონალურ მოძრაობას, სააკაშვილი არის ნაციონალური მოძრაობის დამფუძნებელი, ნაციონალური მოძრაობის განუყოფელი ნაწილია.

ენმ-ის თავმჯდომარე ნიკა მელია TV პირველის ეთერში. ექსპრეზიდენტის ადვოკატები ამბობენ, რომ მიხეილ სააკაშვილს ქართული პოლიტიკა აღარ აინტერესებს, საკუთარ თავს იქ ვეღარ ხედავს და პოლიტიკიდან გადის.

კომენტარები