ლარის კურსი

ლარი დოლართან გამყარდა, ევროსთან გაუფასურდა – 29 ივლისის ვაჭრობის შედეგები

CBW.ge

ლარი დოლართან მიმართებით 0.51 თეთრით გამყარდა, ხოლო ევროსთან 2.28 თეთრით გაუფასურდა. 29 ივლისის ბოლოს, ერთი აშშ დოლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი 2.7652 ლარია, ერთი ევროსი კი - 2.8299 ლარი.

კომერციულ ბანკებში ერთი დოლარის ღირებულება 2.80 ლარია, ერთი ევროსი - 2.86 ლარი. რაც შეეხება სავალუტო ჯიხურებს, დოლარის შეძენა 2.77 თეთრად შეგიძლიათ, ევროსი - 2.82 ლარად.

24 თებერვლიდან დღემდე, ევრო აშშ დოლართან მიმართებით 12%-ით გაუფასურდა. ეკონომისტები ამ ფაქტს რეგიონში რუსეთ-უკრაინის ომის გამო გაუარესებულ ეკონომიკურ პროგნოზებს უკავშირებენ. რამდენიმე დღის წინ ევრო დოლართან მიმართებით აბსოლუტურ პარიტეტზე იყო, ერთი დღით კი, დოლარზე იაფიც ღირდა.

კომენტარები