მკვლელობა

ცხვარიჭამიაში 20 წლის მირიან კუკავას მკვლელობის საქმეზე 7 ადამიანია დაკავებული

Tabula

ცხვარიჭამაიში 20 წლის მირიან კუკავას მკვლელობის საქმეზე 7 ადამიანია დაკავებული. ინფორმაცია ტაბულას შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.   

მკვლელობა გუშინ, 28 ივლისს მოხდა. საზოგადოებრივი მაუწყებლის ინფორმაციით, ცხვარიჭამიაში ახალგაზრდები დაბადების დღეს აღნიშნავდნენ. მათივე ცნობით, მოკლულს, სავარაუდოდ, გულის არეში ჰქონდა მიყენებული ჭრილობა.

შსს-ს განცხადებით, გამოძიება სსკ-ს 108 მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.  

კომენტარები