ტრეილერი

OPPENHEIMER – კრისტოფერ ნოლანის ახალი ფილმის პირველი ტრეილერი გამოვიდა

კინოსტუდია Universal-მა კრისტოფერ ნოლანის ახალი ბიოგრაფიული ფილმის ოპენჰაიმერის ტრეილერი გამოაქვეყნა.

სურათი ამერიკელი მეცნიერის, ატომური ბომბის შემქმნელის ჯულიუს რობერტ ოპენჰაიმერის ცხოვრებას ეფუძნება. ოპენჰაიმერის როლს კილიან მერფი ასრულებს. პროექტში ასევე მონაწილეობენ ემილი ბლანტი, რობერტ დაუნი ჯუნიორი, მეტ დეიმონი, ფლორენს პიუ, რამი მალეკი, გარი ოლდმენი, კეისი აფლეკი და კენეტ ბრანა.

ოპენჰაიმერი კინოთეატრებში 2023 წლის 21 ივლისს გამოვა.

კომენტარები