ლარის კურსი

ლარი დოლართან და ევროსთან გამყარდა – 28 ივლისის ვაჭრობის შედეგები

ლარი დოლართან მიმართებით 0.88 თეთრით გამყარდა, ხოლო ევროსთან 1.37 თეთრით. 27 ივლისის ბოლოს, ერთი აშშ დოლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი 2.7703 ლარია, ერთი ევროსი კი - 2.8071 ლარი.

კომერციულ ბანკებში ერთი დოლარის ღირებულება 2.81 ლარია, ერთი ევროსი - 2.87 ლარი. რაც შეეხება სავალუტო ჯიხურებს, დოლარის შეძენა 2.78 თეთრად შეგიძლიათ, ევროსი - 2.83 ლარად.

24 თებერვლიდან დღემდე, ევრო აშშ დოლართან მიმართებით 12%-ით გაუფასურდა. ეკონომისტები ამ ფაქტს რეგიონში რუსეთ-უკრაინის ომის გამო გაუარესებულ ეკონომიკურ პროგნოზებს უკავშირებენ. რამდენიმე დღის წინ ევრო დოლართან მიმართებით აბსოლუტურ პარიტეტზე იყო, ერთი დღით კი, დოლარზე იაფიც ღირდა.

კომენტარები