ზარქუა: ივანიშვილისა და ელჩის შეხვედრაზე არ მგონია, საუბარი სპორტის განვითარებაზე ყოფილიყო

კარგი იქნება, თუ ერთი მხარეც, მეორე მხარეც ამაზე მკაფიო განცხადებას გააკეთებს, თუ რას ეხებოდა [შეხვედრა] ფაქტია, რომ ქალბატონი ელჩის ინიციატივით ჩაინიშნა ეს შეხვედრა და თან გრძელდებოდა 3 საათი. არამგონია, ახლა აქ საუბარი ყოფილიყო რაღაც სპორტის განვითარებაზე. არც შეიძლება ყოფილიყო რაღაც მეათეხარისხოვან თემებზე. ჩვენი, მთელი რეგიონის და მსოფლიოს მთავარი გამოწვევა არის ომი, სადაც არის რუსეთი აგრესორი და იპყრობს უკრაინის ტერიტორიებს. სავარაუდოდ, გონივრული ეჭვი არსებობს ამაზე, თუმცა, ვერ ვადასტურებ [საუბარი შეეხებოდა ომს]

ამბობს ქართული ოცნების დეპუტატი, ირაკლი ზარქუა ბიძინა ივანიშვილისა და საქართველოში აშშ-ის ელჩის, კელი დეგნანის 21 მარტის შეხვედრაზე. დეგნანი ამბობს, რომ "შეხვედრები ყოველთვის ეხებოდა აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობას და აშშ-ის ძალისხმევას საქართველოს ეკონომიკის, უსაფრთხოებისა და დემოკრატიის განვითარების მხარდაჭერას". მისივე სიტყვებით, ომში ჩართვაზე საუბარი არასოდეს ყოფილა. 

კომენტარები