ივანიშვილის დეპუტატი

სუბარი: როცა საქართველოს ომში ჩართვის მცდელობები იყო, ზურაბიშვილი ამ თამაშის ნაწილი გახდა

რაც შეეხება პრეზიდენტის ბრალდებას. ის რას ამბობს, ამ შემთხვევაში საერთოდ არ მაინტერესებს. ჩვენზე რას იტყვის, ეს ყველაზე ნაკლებად საინტერესოა. ზურაბიშვილზე მინდა ვთქვა - როცა ადამიანს 2 სამშობლო აქვს, როგორც ჩანს, კაცმა არ იცის, რომელი უფრო ტკივა და ტკივა თუ არა ის სამშობლო, რომელიც მისთვის მეორე სამშობლოა და სადაც ის არ დაბადებულა და რომლის კულტურაც ეტყობა, ბოლომდებ მაინც ვერ გაითავისა. კაცმა არ იცის, ის რა თამაშს თამაშობს და ვის თამაშს თამაშობს. ეს არის ყველაზე სამწუხარო, ყველაზე მეტად რაზეც მწყდება გული მის მიმართ. რა თქმა უნდა, ჩვენ მაშინაც ვიცოდით, რომ თავისი შთამომავლობისა და გვარისშვილობის მიუხედავად, ის სხვა კულტურაში იყო გაზრდილი. მაგრამ სწორედ იმის გამო, რომ ის იყო ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნიდან და ევროკავშირიდან წამოსული ადამიანი, ვფიქრობდით, რომ დიახ, ჩვენი ინტერესები იმდენად ემთხვეოდა ერთმანეთს, რომ ეს ორი სამშობლო ხელს არ შეუშლიდა იმაში, რომ საქართველოს ინტერესებისთვის ემსახურა. მაგრამ როგორც კი პირველი, გარკვეულწილად წინააღმდეგობა შეიძლება გაჩენილიყო, იქ მან სხვა თამაში აირჩია. როდესაც ჩვენ ვამბობთ, რომ საქართველოს ომში ჩართვის მცდელობები იყო, ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ სალომე ზურაბიშვილი ამ თამაშის ნაწილი გახდა. რა განცხადებებსაც ის აკეთებს, ქვეყნის ინტერესებში არ შედის. 

ამბობს ივანიშვილის დეპუტატი, სოზარ სუბარი TV იმედის ეთერში. სალომე ზურაბიშვილმა თქვა, რომ სოზარ სუბარი, დიმიტრი ხუნდაძე და მიხეილ ყაველაშვილი რეალურად ოცნებიდან არსად გასულან და უბრალოდ უზრდელურად ლაპარაკისთვის თავს იმართლებენ.

კომენტარები