ტუნისი

ტუნისში ახალი კონსტიტუცია მიიღეს, რომელიც დემოკრატიას ძირს უთხრის

ტუნისში ახალი კონსტიტუცია მიიღეს

26 მაისს გამართულ რეფერენდუმზე ტუნისში ახალი კონსტიტუცია მიიღეს, რომელმაც პრეზიდენტ კაის საიდის ერთპიროვნული მმართველობას განამტკიცა, თუმცა აღნიშნული რეფორმა დემოკრატიულ მმართველობას ძირს უთხრის.

ტუნისმა საერთაშორისო აღიარება მოიპოვა, როგორც ერთადერთი დემოკრატიული სახელმწიფო, რომელიც აჯანყებებს გადაურჩა. თუმცა ახალი ქარტიის მიღებით სიტუაცია იცვლება. 

ამასთან ერთად, საარჩევნო ორგანოს მიერ გამოქვეყნებული შედეგების მიხედვით, კონსტიტუცია ამომრჩეველთა 94.6%-მა დაამტკიცა.

ახალი კონსტიტუცია ასუსტებს პარლამენტს და სხვა მექანიზმებს. ამავდროულად, სახელმწიფოს მეთაურს მთავრობის ფორმირების, მოსამართლეების დანიშვნასა და კანონების მიღების საბოლოო უფლებამოსილებას ანიჭებს.

კომენტარები