ტუნისი

ტუნისის პრეზიდენტი, ბეჯი კაიდ ეს-სებსი გარდაიცვალა

ტუნისის პრეზიდენტი, ბეჯი კაიდ ეს-სებსი 92 წლის ასაკში მძიმე ავადმყოფობის შედეგად გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია პრეზიდენტის ადმინისტრაციამ სოციალურ ქსელში გაავრცელა.   

ბეჯი კაიდ ეს-სებსი საავადმყოფოში 27 ივნისს გადაიყვანეს. ის ტუნისის პრეზიდენტად 2014 წელს აირჩიეს. მას 2011-14 წლებში ტუნისის პრემიერმინისტრის თანამდებობა ეკავა. 

კომენტარები