ლარის კურსი

ლარი დოლართან და ევროსთან გამყარდა – 27 ივლისის ვაჭრობის შედეგები

ლარი დოლართან მიმართებით 0.95 თეთრით გამყარდა, ხოლო ევროსთან 0.74 თეთრით. 27 ივლისის ბოლოს, ერთი აშშ დოლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი 2.7791 ლარია, ერთი ევროსი კი - 2.8208 ლარი.

კომერციულ ბანკებში ერთი დოლარის ღირებულება 2.82 ლარია, ერთი ევროსი - 2.88 ლარი. რაც შეეხება სავალუტო ჯიხურებს, დოლარის შეძენა 2.79 თეთრად შეგიძლიათ, ევროსი - 2.84 ლარად.

24 თებერვლიდან დღემდე, ევრო აშშ დოლართან მიმართებით 12%-ით გაუფასურდა. ეკონომისტები ამ ფაქტს რეგიონში რუსეთ-უკრაინის ომის გამო გაუარესებულ ეკონომიკურ პროგნოზებს უკავშირებენ. რამდენიმე დღის წინ ევრო დოლართან მიმართებით აბსოლუტურ პარიტეტზე იყო, ერთი დღით კი, დოლარზე იაფიც ღირდა.

კომენტარები