ევროპული საქართველო

ბოკერია ივანიშვილის წერილზე: ამ ბოდვას საქართველოს ინტერესების მტრობა ჰქვია

ეს არის ამ უბინძურესი, ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესების მტრობის კამპანიის გაგრძელება. პირდაპირ საქართველოს ინტერესების მტრობა ჰქვია ამ ბოდვას, რომელსაც პერსონალურად ივანიშვილი და მისი გარემოცვა ავრცელებს ბოლო თვეებია. ზოგადად კი წლებია, თავისუფლების იდეის დემონიზებას აკეთებს, თავისუფლებისა და თავისუფალი სამყაროსი, პუტინისტური პროპაგანდის პირდაპირი თუ ირიბი მხარდაჭერით. მაგრამ, ბოლო თვეებია ეს გადავიდა იმ ზღვარზე, რომ უტიფრად, ასეთ ბოდვაში ვართ, რომ ეს კაცი და მისი გარემოცვა სერიოზულად გვთავაზობს ამ ფორმულას, რომ აშშ ჩვენ გვმტრობდა და ივანიშვილის გამბედაობამ გადაგვარჩინა და ამიტომ ის ისჯება. ამ ბოდვას ყველა მოქალაქემ მარტო ერთი შეფასება უნდა მისცეს - ეს ადამიანი საშიშია ყოველდღე, სანამ ის საქართველოს მართავს.

ასე ეხმაურება ბიძინა ივანიშვილის წერილს ევროპული საქართველოს თავმჯდომარე, გიგა ბოკერია. ივანიშვილი წერს, რომ ახლა ოცნებას შესაძლებლობა აქვს, იზრუნოს, აშშ-EU-სთან ურთიერთობები არ დაზიანდეს. მან ასევე აღნიშნა, რომ 21 მარტს საქართველოში აშშ-ს ელჩს, კელი დეგნანს შეხვდა. აგრეთვე, ივანიშვილმა განაცხადა, რომ გარკვეული ძალები საქართველოს ომში ჩათრევას აქტიურად ცდილობდნენ და მათი ეს სურვილი და მიზანი, სამწუხაროდ, დღესაც აქტუალურია

კომენტარები