დიდი ბრიტანეთი-უკრაინა

განიხილეთ ბორის ჯონსონისთვის უკრაინის მოქალაქეობის მიცემა და დანიშნეთ პრემიერად – პეტიცია

REUTERS

უკრაინის პრეზიდენტის ოფიციალურ ვებგვერდზე აიტვირთა პეტიცია, რომელშიც მოქალაქეები ბრიტანეთის პრემიერმინისტრისთვის, ბორის ჯონსონისთვის უკრაინის მოქალაქეობის მინიჭებასა და მის უკრაინის პრემიერად დანიშვნას ითხოვენ.

"გთხოვთ, განიხილოთ ბორის ჯონსონისთვის უკრაინის მოქალაქეობის მინიჭების შესაძლებლობა და წარადგინოთ მისი კანდიდატურა უკრაინის პრემიერმინისტრის თანამდებობაზე. გადაწყვეტილების დადებითი მხარეები – ბორის ჯონსონის მსოფლიო მხარდაჭერა; მკაფიო პოზიცია უკრაინაში სამხედრო შეჭრის წინააღმდეგ; განათლება პოლიტიკურ, ფინანსურ და სამართლებრივ სფეროებში". - წერია პეტიციის ტექსტში.

პეტიციას ამ დროისთვის 3300-ზე მეტი ხმა აქვს. იმისთვის, რომ პრეზიდენტმა პეტიცია განიხილოს, ინიციატივამ სულ მცირე 25 000 ხმა უნდა დააგროვოს.

კომენტარები