ლარის კურსი

ლარი დოლართან გამყარდა, ევროსთან გაუფასურდა – 25 ივლისის ვაჭრობის შედეგები

ლარი დოლართან 0.79 თეთრით გამყარდა, ხოლო ევროსთან 0.78 თეთრით გაუფასურდა. 2გ ივლისის ბოლოს, ერთი აშშ დოლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი 2.7917 ლარია, ერთი ევროსი კი - 2.8534 ლარი.

კომერციულ ბანკებში ერთი დოლარის ღირებულება 2.83 ლარია, ერთი ევროსი - 2.91 ლარი. რაც შეეხება სავალუტო ჯიხურებს, დოლარის შეძენა 2.80 თეთრად შეგიძლიათ, ევროსი - 2.86 ლარად.

24 თებერვლიდან დღემდე, ევრო აშშ დოლართან მიმართებით 12%-ით გაუფასურდა. ეკონომისტები ამ ფაქტს რეგიონში რუსეთ-უკრაინის ომის გამო გაუარესებულ ეკონომიკურ პროგნოზებს უკავშირებენ. რამდენიმე დღის წინ ევრო დოლართან მიმართებით აბსოლუტურ პარიტეტზე იყო, ერთი დღით კი, დოლარზე იაფიც ღირდა.

კომენტარები