კორონავირუსი საქართველოში

გამყრელიძე: პირბადის სავალდებულო ტარება არ განიხილება, სიმპტომების დროს გაიტესტეთ

კორონავირუსის შემთხვევების უმეტესობა არის შედარებით მსუბუქი, არ ითხოვს ჰოსპიტალიზაციას, ჰოსპიტლები გადატვირთული არ არის, სულ შეიძლება იწვეს 500-მდე პაციენტი მთელი ქვეყნის მასშტაბით, ანუ ჯანდაცვის სექტორზე ზეწოლა არ გახლავთ. მთავარი მოწოდებაა, რომ ვინც არ არის აცრილი, აიცრას და ვინც აცრილია, ბუსტერი გაიკეთოს. ასევე მოგეხსენებათ, რომ ქვეყანაში არის სპეციფიკური წამალი, ანტივირუსული წამალი, რომელიც ამ ვირუსზე მოქმედებს. პირბადის სავალდებულოდ ტარება არ განიხილება. ჩვენ რეკომენდაციას ვაძლევთ, რომ დახურულ შენობებში და დიდი თავშეყრის დროს გამოიყენონ პირბადე. ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ სიმპტომების დროს ადამიანი გაიტესტოს. 

ამბობს დაავადებათა კონტროლის ეროვნულიუ ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე IPN-თან ინტერვიუში. 

კომენტარები