გერმანია

ოლაფ შოლცის მეზობლებმა მის სანაგვე ყუთში G7-ის სამიტის საიდუმლო დოკუმენტები იპოვეს

ოლაფ შოლცი

გერმანიის კანცლერის, ოლაფ შოლცის მეზობლებმა პოტსდამში, მისი სახლის სანაგვე ყუთში დიდი შვიდეულის სამიტის საიდუმლო დოკუმენტები აღმოაჩინეს. ამასთან დაკავშირებით ინფორმაციას გერმანული გამოცემა Spiegel-ი ავრცელებს. 

ინციდენტი იმ სახლთან მოხლდა, სადაც შოლცი ცოლთან, ბრანდენბურგის განათლების მინისტრ ბრიტა ერნსტთან ერთად ცხოვრობს.

მედიის ინფორმაციით, დოკუმენტები დიდი შვიდეულის ქვეყნების ლიდერებსა და მათ მეუღლეებზე კონფიდენციალურ ინფორმაციას შეიცავდა. ხოლო, შედგენის ადგილად გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო იყო მითითებული. ასევე, დოკუმენტებს "გრიფით საიდუმლო - მხოლოდ ოფიციალური გამოყენებისთვის" ჰქონდა მინიჭებული.

"როგორც ჩანს, შოლცი და ერნსტი არც ისე სერიოზულად ეკიდებიან კონფიდენციალური დოკუმენტების მოშორების საკითხს. დოკუმენტები, რომლებიც წყვილის პირად ცხოვრებას ასახავს, ხშირად გვხვდება მუნიციპალურ ნარჩენებში". - წერს Spiegel-ი წყაროზე დაყრდნობით. 

Spiegel-ის ცნობით, საიდუმლო დოკუმენტები შინაარსის გაცნობის გარეშე უნდა განადგურდეს. 

კომენტარები