რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ლუკაშენკო: უკრაინაში ომი უნდა შეწყდეს, მოდით გავჩერდეთ

ალექსანდრ ლუკაშენკო

ბელარუსის ლიდერის, ალექსანდრ ლუკაშენკოს თქმით, უკრაინაში ომი უნდა შეწყდეს.

"მოდით გავჩერდეთ, არაა საჭირო შორს წასვლა, იქ ბირთვული ომის უფსკრულია. ეს ყველაფერი უკრაინაზეა დამოკიდებული. ეს დრო მნიშვნელოვანია, ვინაიდან ომის დასრულება შესაძლებელია უკრაინისთვის მისაღები პირობების შესაბამისად, თუმცა უკრაინას ომის დასრულების უფლებას არავის მისცემს. 

უკრაინა უნდა დაჯდეს მოლაპარაკებების მაგიდაზე და დათანხმდეს, რომ რუსეთს არასდროს დაემუქრება და უკრაინის ტერიტორიაზე არ ექნებათ ის იარაღი, რომელიც რუსეთისთვის საფრთხეს წარმოადგენს. ეს მთავარია. დენაციფიკაცია და ა.შ ეს ფილოსოფიაა. მერწმუნეთ ეს ფილოსოფიაა, მთავარია რუსეთის უსაფრთხოება". - თქვა ლუკაშენკომ AFP-თან ინტერვიუს დროს.

კომენტარები