უნგრეთი

უნგრეთი რუსეთისგან დამატებითი ბუნებრივი აირის შეძენას აპირებს

პეტერ სიიარტო და სერგეი ლავროვი შეხვედრაზე, მოსკოვი, 2022 წლის 21 ივლისი.

მაშინ, როცა ევროკავშირი მოსკოვს სანქციებს უწესებს და რუსული ბუნებრივი რესურსების გამოყენების შემცირება სურთ, უნგრეთის პრემიერმინისტრის, ვიქტორ ორბანის მთავრობა რუსეთისგან ბუნებრივი აირის შესყიდვის გაზრდას აპირებს.

რუსეთისგან გაზის დამატებითი მარაგების შესყიდვის შესახებ უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, პეტერ სიიარტომ და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა მოსკოვში გამართულ შეხვედრაზე ისაუბრეს.

ლავროვის თქმით, რუსეთი დაუყოვნებლივ გაეცნობა უნგრეთის თხოვნას.

ამას გარდა, შეხვედრაზე აღინიშნა, რომ რუსეთი და უნგრეთი განაგრძობენ ატომურ ელექტროსადგურ პაკშ-2-ზე მუშაობას. პაკშ-2 უნგრეთში ერთადერთი მოქმედი ატომური ელექტროსადგურია. რუსეთის მხრიდან სადგურზე მუშაობს ატომური ენერგიის უმსხვილესი რუსული კომპანია, როსატომი. 

გასულ თვეებში უნგრეთი არ უჭერდა მხარს ევროკავშირის მხრიდან რუსული ნავთობისთვის სრული ემბარგოს დაწესებას.

კომენტარები