რიკი მარტინი

რიკი მარტინი ინცესტის საქმეზე გამართლდა, ბრალმდებელმა დისშვილმა საჩივარი გაიტანა

Befunky

რიკი მარტინი პუერტო-რიკოს სასამართლომ ინცესტსა და სექსუალურ ძალადობაში უდანაშაულოდ ცნო. ცნობილ მომღერალს დისშვილი დენის იადიელ სანჩესი დებდა ბრალს

მომღერალმა სასამართლოს დისტანციურად ჩვენება მისცა, ამის შემდეგ სანჩესმა საჩივარი გაიტანა და ყველა ბრალდება თავად უარყო. 

"ბრალმდებელმა თავად, ყოველგვარი ზეწოლის გარეშე გაიტანა საჩივარი. გვიხარია, რომ ჩვენმა კლიენტმა შეძლო საკუთარი უდანაშაულობის დამტკიცება. ის გააგრძელებს თავის კარიერასა და ცხოვრებას". – ამბობენ მომღერლის ადვოკატები.

სასამართლოს დღემდე 21 წლის სანჩესი ამბობდა, რომ მას ბიძასთან რომანტიკული ურთიერთობა ქონდა, რომელიც ცუდად დასრულდა. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, პუერტო-რიკოს კანონდმებლობით, რიკი მარტინს 50-წლიანი პატიმრობა ემუქრებოდა.

კომენტარები