რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ევროკომისიამ ევროპაში ბუნებრივი აირის მოხმარების 15%-ით შემცირების გეგმა შეიმუშავა

Kenzo Tribouillard/AFP/Getty Images

ევროპული კომისიამ ევროპაში ბუნებრივი აირის მოხმარების 15%-ით შემცირების ახალი გეგმა შეიმუშავა. ახალი "შეინახე გაზი უსაფრთხო ზამთრისთვის" პროგრამის დაანონსებისას ევროკავშირის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლეიენმა აღნიშნა, რომ ევროპის 12-მდე ქვეყანას უკვე ნაწილობრივ ან სრულად შეუწყდა რუსული ბუნებრივი აირის მიწოდება.

ლეიენის თქმით, ევროკავშირი მზად უნდა იყოს რუსული ბუნებრივი აირისგან სრულად ჩამოსაშორებლად.

"რუსეთი ჩვენ გვაშანტაჟებს. რუსეთი ენერგიას იარაღად იყენებს". – თქვა ევროკომისიის პრეზიდენტმა.

ევროკომისიის ახალი პროგრამა ევროკავშირის ყველა წევრი სახელმწიფოსთვის 2022 წლის აგვისტოდან 2023 წლის მარტამდე ბუნებრივი აირის მოთხოვნის 15%-მდე შემცირებას ითვალისწინებს. წევრ სახელმწიფოებს სექტემბრამდე აქვთ დრო, აჩვენონ, როგორ შეძლებენ დასახული მიზნის მიღწევას.

ევროკომისიის განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ საჭირო შემცირების მიღწევაში ხელშესაწყობად, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოებისთვის შესაბამისი ზომები იქნება შემუშავებული, მათ შორის, ბუნებრივი აირის სხვა საწვავით ჩანაცვლება და ენერგიის ზოგად დაზოგვას ყველა სექტორში.

 

კომენტარები