საქართველო-ევროკავშირი

მაკალისტერი: მნიშვნელოვანია, რომ ყველა ქართული პოლიტიკური ძალა გაერთიანდეს

საქართველო არის ევროპის კავშირის ოჯახის წევრი, თუმცა, ჩვენ მიგვაჩნია, რომ საქართველომ კანდიდატის სტატუსის მისაღებად გარკვეული პრიორიტეტული საკითხები უნდა გადაჭრას. ეს პრიორიტეტები ძალიან მკაფიოდ არის გამოსახული ევროკომისიის მოსაზრებაში. პრეზიდენტ ზურაბიშვილთან ერთად ჩვენ განვიხილეთ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია, რომ ყველა პოლიტიკური ძალა გაერთიანდეს, განსხვავებები გვერდზე გადადონ და მათ კონსტრუქციულად ისაუბრონ და იმუშაონ ერთი მიზნის მისაღწევად, რომ საქართველოს მიენიჭოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი. სამწუხაროდ, როდესაც საქართველოზე ვსაუბრობთ, ერთი სიტყვა ყოველთვის წამოიჭრება ხოლმე, ეს სიტყვა არის პოლარიზაცია. ეს არის პროცესი, პოლიტიკური დისკურსი, რომელიც ხასიათდება ძალიან მკაცრი რიტორიკით, უუნარობითა თუ სურვილის არ ქონით იმისთვის, რომ დაპირისპირებულმა პოლიტიკურმა მხარეებმა ერთად იმუშაონ. ევროკავშირი ამ მხარეებს ყოველთვის აქტიურად მოუწოდებდა, რომ რამენაირად შეთანხმებას მიაღწიონ იმ ძირითად რეფორმებზე, დემოკრატიის განვითარებასა და კანონის უზენაესობის გაძლიერებაზე, რაც საქართველოსთვის ასე მნიშვნელოვანია.

თქვა ევროპარლამენტარმა, ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ და ევროპის სახალხო პარტიის (EPP) ვიცეპრეზიდენტმა, დევიდ მაკალისტერმა საქართველოს პრეზიდენტთან, სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე.

კომენტარები