ნიკა გვარამიას საქმე

პაპუაშვილი გვარამიაზე: სააპელაციო იხილავს გადაწყვეტილებას, რა პოლიტმატიმრობაზეა საუბარი

რაც შეეხება აპელაციას, სწორედ ეს არის სამართლებრივი სახელმწიფო და სწორედ ასე ხდება მართლმსაჯულების აღსრულება სამართლებრივ სახელმწიფოში. ის, ვინც არის უკმაყოფილო განაჩენით, მან უნდა გაასაჩივროს და ამისთვის არსებობს სწორედ მეორე ინსტანცია. ამ საქმეში, პირველი ინსტანციის გადაწყვეტილებაში, როგორც იცით უკმაყოფილია როგორც ბრალდებული, ისე მბრალდებელი, ორივემ გაასაჩივრა, აქედან გამომდინარე სააპელაციო სასამართლომ ეს საკითხი უნდა განიხილოს და ვნახოთ, რას გადაწყვეტს. რაც შეეხება მოწოდებებს, იქ იყო ერთი კონკრეტული განცხადება, რომელიც მიანიშნება იმაზე, თუ რა გადაწყვეტილება უნდა მიიღოს სასამართლომ, რა თქმა უნდა, ასეთი პირდაპირი მოწოდებებუ, მინიშნებები, შეფასებები, ასეთი მაღალი პოლიტიკური ტრიბუნიდან არ უნდა კეთდებოდეს, ვინაიდან ეს შეიძლება აღქმული იქნას როგორც ზეგავლენის მოხდენის მცდელობა.

ნიკა გვარამიას წინააღმდეგ არსებობს პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება კონკრეტულ ბრალთან დაკავაშირებით და ამის განხილვა მიდის სააპელაციო სასამართლოში, რა პოლიტმატირობაზეა საუბარია.

თქვა პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოში მთავარი არხის დამფუძნებლის, ნიკა გვარამიას პროცესი 4 ოქტომბრამდე გადაიდო. ამ გადაწყვეტილების ერთ-ერთ მიზეზად, მოსამართლეთა კოლეგიამ აგვისტოს თვეში მათი შვებულებები დაასახელა.

კომენტარები