რუსეთ-უკრაინის 2022 წლის ომი

მედვედევი უკრაინას ყირიმზე თავდასხმის შემთხვევაში "განკითხვის დღით" ემუქრება

დმიტრი მედვედევი

რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე და ექსპრეზიდენტი დმიტრი მედვედევი უკრაინას ოკუპირებულ ყირიმზე იერიშის შემთხვევაში "განკითხვის დღით" ემუქრება.

"გარკვეული ეგზალტირებული სისხლიანი მასხრები, რომლებიც პერიოდულად რაღაც განცხადებებით გამოდიან, მეტიც, ცდილობენ დაგვემუქრონ, ვგულისხმობ ყირიმზე თავდასხმას და ა.შ... იმ შემთხვევაში, თუ რაიმე მსგავსი მოხდება, მათთვის ყველასთვის ერთდროულად დადგება განკითხვის დღე – ძალიან ჩქარი და მძიმე. დამალვა ძალიან რთული იქნება". – თქვა მედვედევმა ვოლგოგრადში ვეტერანებთან გამართულ შეხვედრაზე. 

მედვედევის სიტყვებს უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკი გამოეხმაურა

"თანამედროვე რუსეთის პორტრეტი – ეს დმიტრი მედვედევია, რომელიც ვიღაცებს "განკითხვის დღით" ემუქრება. ისტორიისგან დავიწყებული პატარა ადამიანი, რომელიც ცდილობს თავი უფრო სერიოზულად და დიდად მოაჩვენოს, რეალურად კი მხოლოდ შეცოდების გრძნობას იწვევს. "ცოტაც მაცადეთ და მე თქვენ გაჩვენებთ!" – რას გვაჩვენებთ? მორიგ ბავშვს მოკლავთ?". – წერს პოდოლიაკი. 

კომენტარები